საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება
ძალა ერთობაშია!
საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება
საქართველოში დღეს არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.
ჩვენ, საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოს, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე და, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, მოვითხოვთ:
დაინიშნოს ახალი, საყოველთაო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები.
ხელმომწერები
(განახლებადი)